შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რეგიონის ექიმებსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ აჭარის სოც. მუშაკებიც.
დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა და სამედიცინო საზოგადოებას გააცნო სამინისტროს ახალი პროგრამა, რომელიც ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ყველა ორსულს სახელმწიფო უზრუნველყოს ფოლიუმის მჟავითა და რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში, რკინის შემცვლელი პრეპარატებით. საუბარი ასევე შეეხო სოფლის ექიმის პროგრამასაც.
მოგეხსენებათ მაისიდან სოფლის ექიმის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონის, სოფლის ექიმების დაფინანსებას (მთაში-300; ბარში-150;) იანვრიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც უზრუნველყოფს. სულ აჭარაში 107 სოფლის ექიმია.
დავით სერგეენკომ, პერსონალურად გადაუხადა მადლობა იმ სოც. მუშაკებს, რომლებიც ცოტახნისწინ უდედმამოდ დარჩენილი 8 ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. მინისტრი რეგიონში არსებულ პრობლემებსა და ექიმების საჭიროებებსაც გაეცნო. შეხვედრაზე განხილული იყო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვა რეფორმებიც.