სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ ისტორიული ჰერეთიდან ჩამოსული ბავშვები, რომლებმაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვეს.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები ბიბლიითა და სანთლებით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები