თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართეს.
მათ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, ხოლო 200 ახალწვეულს წარმატება უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი ოფიციალური ცერემონია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, დაახლოებით, 45 წუთი გაგრძელდა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.