ამ არჩევნებზე უკრაინელი ხალში შეძლებს დაადასტუროს თავისი გადაწყვეტილა იმის შესახებ, რომ მას დემოკრატიული სამყაროს ნაწილად გახდომა სურს, ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მადლენ ოლბრაიტმა უკრაინის პრეზიდენტოს მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრე ტურჩინოვთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ოლბრაიტი დამკვირვებელთა დიდ დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინაში ვაშინგტონის ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაგზავნა.
„დღეს ისტორიული დროა. უკრაინას აქვს უფლება გააკეთოს დასავლური არჩევანი და გახდეს ევროპის ნაწილი",_ განაცხადა ოლბრაიტმა.