უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ახლა ქვეყანაში ქაოსია და სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
"როგორც არ უნდა ილაპარაკონ რევოლუცია იყო, არ იყო - ეს ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება ძალის, ბოევიკების გამოყენებით",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინაში ქაოსია.
მისივე თქმით, გადატრიალების მოწყობა უკრაინაში საერთოდ არ იყო საჭირო.
„არჩევნებზე იყო წასვლა საჭირო და იგივე ადამიანები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში ვინც ახლა არიან, მხოლოდ ლეგალური გზით. ჩვენ კი როგორც იდიოტებს 15 მილიარდი უნდა გვეხადა და გაზზე დაბალი ფასები უნდა გვქონოდა და მომავალშიც გავაგრძელებდით უკრაინის ეკონომიკის სუბსიდირებას",_ გაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში პატივისცემით მოეპყრობიან უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა იმუშაოს არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ ორგანოებთან.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამხედრო მოქმედებები უკრაინაში შეწყდება.