„მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „პოლიტიკის დროში" საუბრისას. მისი თქმით, აქ ერთი მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, ხელი მოაწეროს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე.
"ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშკრულება, რომლის ხელმოწერაც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. შესაბამისად, შემიძლია, გითხრათ, რომ ამის თაობაზე აუცილებლად ჩატარდება კონსულტაციები და ისიც შემიძლია, დავაფიქსირო, რომ ასევე ძალიან მნივნელოვანია, საქართველომ მოაწეროს ხელი. ჩემთვის არ არის მართლაც პრინციპული და მე ამ საკითხს არ გამოვედავები თუ იქნება პოზიცია, რომ ხელი მოაწეროს რომელიმე სხვა ლეგიტიმურმა პირმა, თუმცა მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმსარულებელ, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს. შესაბამისად, მგონია, რომ უპრიანია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური აწერს ხელს, თუმცა ლეგიტიმურია, სხვა პირმაც მოაწეროს ხელი", - განაცხადა მარგველაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „მნიშვნელოვანია ხელმოწერა და არა ხელმომწერი".
მასალის გამოყენების პირობები