გვიან ღამით, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. 30 წლამდე კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.