საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი უკვე დარიალის ხეობაში იმყოფებიან.
ისინი ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას და, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთ ერთად, პრობლემის მოგვარების გზებს დასახავენ.
დარიალის ხეობაში იმყოფებიან, ასევე,, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლები.
მასალის გამოყენების პირობები