საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთში დარიალის ხეობაში იქნება. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სტიქიური მოვლენის ადგილას ჩავა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე და გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 10 საათისთვის, სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ავარიული ჯგუფები უკვე მობილიზებულია ადგილზე, უპირველეს ყოვლისა მიმდინარეობს მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გაწმენდა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ავარიის მოცულობის შეფასება. აქვეა მობილიზებული ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც, რაც დაეხმარება შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში.
მასალის გამოყენების პირობები