ხეობაში მეწყერის გამო საქართველომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთიდან შესასვლელი დაკეტა.
როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან გასასვლელი ქართული მხარის თხოვნით დაიკეტა.
დარიალის ხეობაში რამდენიმე საათის წინ მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამი ადამიანია დაღუპული.