სამღვდელოების წარმომადგენლებისა და მრევლის მსვლელობა, რომელიც ფილარმონიიდან 10.00 საათზე დაიწყო. სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს შეუერთდნენ. სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
როგორც ცნობილია, მსვლელობის მონაწილეები ილია მეორის მიერ რამდენიმე კვირის წინ დაწესებულ ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ.
სასულიერო პირების ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისით ისინი დღევანდელი დღის აღნიშვნას დაასრულებენ.
სამღვდელოებას და მრევლს 17 მაისთან დაკავშირებით სხვა ღონისძიება დაგეგმილი არ აქვთ.
მსვლელობა მშვიდობიანი და ლოცვითი იყო, მსვლელობის განმავლობაში სასულიერო პირების მიერ არა ერთი საგალობელი შესრულდა. დღესვე იკურთხება ის ქუჩები, რომელიც მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს.