საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დარიალის ხეობაში მთის მასივის ჩამოშლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, გადაიკეტა მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ხალხი მოყოლილია გვირაბშიც და მათი მდგგოამრეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.