ევროპულმა საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ საქართველო დატოვა. საქართველოში სტუმრობისას კი რომ პეი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ასევე შეხვედრა გამართა ,,ევროპის სახში".
რომპეის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად უნდა გააკეთოს არჩევანი თუ რა სურს რეალურად.
მისივე თქმით, ევროკავშირი მტკიცედ დაუდგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ამასთან პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 27 ივნის მოაწერს.