ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 27 ივნისს მოეწერება. ასევე იმსჯელეს იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უნდა შესრულდეს.
განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში საქართველოს ჩართვა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.