საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საქართველოს მთავარი კოზირი არის მთავრობის ნებაა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზება. ამის შესახებ, ოლანდმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
,,საქართველოს უამრავი სარგებელი გააჩია ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სწორედ სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო საკანონმდებლო თუ ფისკალური თვალსაზრისით, რასაც ყველგან მოითხოვენ ინვესტორები არა მხოლოდ საქართველოში. მეორე - მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ესაა შესაძლებლობა საქართველო იყოს სატრანზიტო ადგილი - ტრანსფორმაციების, ცვლილებების ადგილი. გარდა ამისა თქვენი ქვეყანა დამაკავშირებელია ისეთი ქვეყნების როგორებიცაა თურქეთი, აზერბაიჯანი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. გარდა ამისა, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნებიც და ბოლოს მესამე პრიორიტეტი საქართველოს კოზირი რაც არის ეს არის მთავრობის კეთილი ნება, მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და წარმატებით დაასრულოს წამოწყებული რეფორმები", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.