პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილის აზრით, ცალსახად მტკიცება, რომ შსს უსმენდა, "რუსთავი 2" -ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე შეუძლებელია.
მისი თქმით, "რუსთავი 2" ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები შეეხება მხოლოდ 2013 წლის პერიოდს. ჩანაწერების შინაარსიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც, რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო, ჰქონდა ტელეფონების მოსმენის საშუალება.
"თუმცა, მე ნამდვილად არ უარვყოფ ალბათობას, რომ შსს შეეძლო მოსმენა, ან დღესაც არ გვისმენს. ფაქტია, რომ შსს -მ ნამდვილად უნდა დაადგინოს ამ ჩანაწერების შემსრულებელი.
ფაქტი ერთია, ძალიან დაუცველები ვართ. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ვიცოდით, რომ შსს გვისმენდა, ახლა ვინ ვის და რამდენი გვისმენს ვეღარ გავიგე. პარტლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ქალაქის მერი, სია ალბათ დიდია" - აცხადებს ესპქრტი და იმედი აქვს, რომ ეს საქმე მაინც გაიხსნება.
მისი თქმით, ერთ წელზე მეტია, რაც აქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გატანილი იყო მოსასმენი, სათვალთვალო აპარატურა და ჩანაწერები, მაგრამ გაუგებარია ამ ვადაში, როგორ ვერ გახდა შესაძლებელი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის უზრუნველყოფა მაინც.
"ცოტა გამოცოცხლდით და გაიგეთ, რომ ხელისუფლებაში ხართ და თქვენ გაქვთ ვალდებულება უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა და ნორმალური ცხოვრების პირობები", - აცხადებს კახიშვილი ხელსიუფელბის მისამართით.