პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით სტერეოტიპები იმის შესახებ რომ სტერეოტიპები,თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, იმპერიალიზმი და კომუნიზმი მართლმადიდებლების გადამრჩენი უნდა დაინგრეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ,,ქორთიარდ მარიოტში" საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულის ფარგლებში, მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმე განაცხადა.
სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგალითად თითქოს დასავლეთი მართლმადიდებლობის მტერია, იმპერიალიზმი და კომუნიზმი - მართლმადიდებლების გადამრჩენი და შემფარებელი. ეს სტერეოტიპები გადასახედი და დასანგრევია, რადგან ქრისტიანობისგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებას დამოკიდებული ღირებულებითი სისტემა, ხოლო თავისუფლებაზე დაფუძნებული ღირებულებითი სისტემის გარეშე ვერ შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღიარებს რელიგიის, რწმენის თავისუფლების და აღიარებს იმ მთავარ ღირებულებას, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ქრისტიანული რელიგიისთვის არის მთავარი ღირებულება - ადამიანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.