ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის EUGAO პრეზიდენტმა ნესტან კირთაძემ და ქართულმა დელეგაციამ ვიზიტი აშშ-ში ვაშინგტონის შეხვედრებით დაასრულა.
ვაშინგტონში , ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა და მრგვალი მაგიდა გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც თავიანთი საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმები წარადგინეს და ამერკელი დიპლომატებისა და რეგიონის ექსპერტების მრავალ კითხვას უპასუხეს ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის EUGAO პრეზიდენტმა ნესტან კირთაძემ, ევროპულ-ქართული საზოგადების EUGS პრეზიდენტმა და საერთაშორისო წარმატებულ ქალთა კლუბის ლიდერმა ანა რეხვიაშვილმა, ევროპულ-ქართული საზოგადიების აღმასრულებელმა დირექტორმა ნელი მელითაურმა.
ვაშინგტონში ნესტან კირთაძემ საქმიანი შეხვედრა გამართა, აგრეთვე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენელობასთან, სადაც გარდა კონკრეტული მიმართულების პროექტებისა , საუბარი შეეხო საქართველოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ვაშინგტონში ნესტან კირთაძე ვახშამზე მიიწვიეს, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს American Friends of Georgia AFG , ორგანიზაციის ბორდის წევრებისთვის. ვახშამს აშშ-ის ელჩები საქართველოში რიჩარდ მაილსი, ჯონ ბასი და საქართველოს მეგობარი ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
12 მაისს ნესტან კირთაძე და ევროპულ-ქართული საზოგადოების EUGS დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა .