,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებულ ახალ დარღვევებზე საუბრობს და აცახდებს, რომ დეპარტამენტის თავჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ 2014 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციები არ მოიცავს კონკრეტულ შემოსავლებს: დიმიტრი დარბაისელი - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე - დეკლარაცია შევსებული 2014 წლის 5 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. შემოსვალის წყაროდ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საერთოდ არ აქვს მითითებული. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 18,222.50 ლარი. ვლადიმერ ბუნტურიძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებული 2014 წლის 8 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 670.00 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 38,390.89 ლარი. გოგი გახარია - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 125.95 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 39,130.34 ლარი. სიმონ მაჩაიძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 14 თებერვალს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 2 175.61 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 38,733.56 ლარი.შალვა ტორაძე - საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - დეკლარაცია შევსებულია 2014 წლის 13 მარტს და მოიცავს 2013 პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლი მიღებული შემოსავალს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიღებულ შემოსავალში წერია 3 7780.00 ლარი. მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში მიღებული აქვს 31,263.77 ლარი", _განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ სახეზეა კორუფციული, ჯგუფური დანაშაულის ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 10 მაისს „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ" გაასაჯაროა დოკუმენტი, რომელიც მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიაწოდეს და რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღებულ მაღალ ხელფასებს ასახავდა.