,,ტელეკომპანია "რუსთავი -2" -ს ჩანაწერების გავრცელებით კანონი არ დაურღვევია", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძეძ.
,,გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთი ტიპის ინფორმაციას, რაც მაკომპრომიტირებელი ან ინტიმურ ურთიერთობას ასახავდა, კონკრეტული პიროვნების შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. არ ვფიქრობთ, რომ კერძო პირების ინფორმაციის გავრცელების დროს ჰქონდა ადგილი კანონდარღვევას და დანაშაულს, თუმცა, კიდევ აღვნიშნავ, რომ მათთან შეთანხმება, კარგი იქნებოდა", _განაცხადა კოჟორიძემ და განმარტა, რომ ჟურნალისტების იძულება წყარო დაასახელოს, სწორი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები