"ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
დეპუტატები კანონპროექტზე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილებათა პაკეტი უკვე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტებში და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული.
კამპანიის"ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილეები კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ.
პარლამენტის პლენერულ სხდომაზე კანონპროექტის გატანამდე, ბარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხს პლენრული სხდომის დღის წესრიგში შეიტანენ.