. საინგილოში მცხოვრები ინგილოების ვარაუდით, კახის რაიონში არსებული ერთადერთი კულტურის სახლი, რომელიც სამი კვირის წინ, ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა, სპეციალურად დაწვეს.
`შენობა, რომელშიც ერთი დარბაზი და ორი ოთახი იყო გარემონტებული, პრაქტიკულად აღარ არსებობს. რეპეტიციები და ღონისძიებებიც აღარ ტარდება. კულტურის სახლის განადგურებამდე, კახის რაიონის გამგეობა კულტურის ცენტრისგან შენობას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მერე თბილისიდან ჩაერივნენ და აზერბაიჯანელები დაგვპირდნენ, რომ კულტურის სახლს გაარემონტებდნენ და აღარც მოგვედავებოდნენ. რამდენიმე დღეში შენობაში ხანძარი გაჩნდა და კულტურის სახლი მთლიანად დაიწვა. ამ ცენტრის არსებობა და ფუნქციონირება კახის რაიონის ხელმძღვანელობას ძალიან აღიზიანებდა~, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახში მცხოვრებმა ინგილოებმა.
ამ საკითხზე კომენტარისათვის კახეთის საინფორმაციო ცენტრი კახის რაიონის გამგეობას დაუკავშირდა, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ კომენტარი არ გააკეთა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტირებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვთანხმდნენ, თუ მათ რესპონდენტების ვინაობას გავაცნობდით.