11 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამწვანების აქციას გამართავს. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქ. თბილისში, თამარაშვილისა და ვერეს ხეობის დამაკავშირებელი გზატკეცილის ტერიტორიაზე, ხეებს დარგავენ. აქციაში კომისიის თანამშრომებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები