,,თუ ვინმემ ,,რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტროდან უკანონობა ჩაიდინა, აუცილებლად დაისჯება", _ამის შესახებ, ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი-2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
,,პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, დაველოდოთ შედეგებს და ჭეშმარიტებას, ალბათ, რაც შეიძლება მალე ნათელი იქნება ყველაფერი", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ 6 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენილია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.