დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი.
,,მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომელიც აღებული აქვს ევროატლანტიკური გაერთიანებისადმი", _განაცხადა ჰეიგიმ და აღნიშნა, რომ ის აფასებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.
,, ვიმედოვნებ, რომ უფრო გაძლიერდება, გაღრმავდება ურთიერთობა და ითანამშრომლებენ საქართველო და დიდი ბრიტანეთი მომავალშიც", _განაცხადა ჰეიგიმ.