"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 8 მაისს ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის საარჩევნო პროგრამას წარმოადგენენ და რაიონების მერობისა და გამგებლების კანდიდატებს დაასახელებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წერვრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 18 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება "ნაციონალური მოძრაობის" შეკრება, სადაც დასახელდებიან რაიონების მერობის და გამგებლების კანდიდატები ყრილობაზე ასევე წარადგენენ საარჩევნო პროგრამას.
"მართლაც, მნიშვნელოვანი არჩევნებია და ვფიქრობთ, რომ არის არჩევანი საქმისა და უსაქმურობისა. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გზას, თუ როგორ უნდა ამუშავდეს საქართველო, როგორ უნდა ამუშავდეს ქალაქები იმისათვის, რომ ადგილობრივი პრობლემები იქნას მოგვარებული; იმისათვის, რომ ადამიანს კისერი არ ტყდებოდეს გაფუჭებულ გზებზე; იმისათვის, რომ წყალმომარაგების სისტემები ვითარდებოდეს და ხალხი საქმდებოდეს და იმისათვის, რომ ქვეყანა უკან არ მიდიოდეს . ეს იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილი ხვალინდელ დღის", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.