"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" საარჩევნო პროგრამისა და კანდიდატთა ნაწილის პრეზენტაცია გამართა.
"არასაპალრამენტო ოპოზიციის" ერთერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ბლოკის მერობის კანდიდატები წარადგინა: თბილისი -კახა კუკავა; ქუთაისი - მაგდა გაბრიჩიძე; ზუგდიდი - ირაკლი ღურწკაია; თელავი - გიორგი მოსიაშვილი; რუსთავი - ალექსანდრე ბერიძე; ახალციხე - ნატალი სისვაძე.
ფიქრია ჩიხრაძემ, ასევე, წარადგინა თბილისის 12 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი კანდიდატები. დელისი - ლაშა ჩხარტიშვილი; კრწანისი - ერიმეა ბერიშვილი; ავლაბარი - როლანდ ბერიძე; ვაზისუბანი - რამაზ ცატავა; ვარკეთილი -დოდო ჭელიძე; ჩუღურეთი - დავით შვანგირაძე; დიდუბე - მანანა ნაჭყებია; დიღმის მასივი - გიორგი თავდგირიძე; ლოტკინი - ფრიდონ ჩიღუნაძე; ნაძალადევი - ნინო სირბილაძე; სანზონა - გელა კეტაშვილი; მუხიანი - ავთანდილ სულაქველიძე; გლდანის კენტები - ლევან კალანდაძე.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" პროგრამა 4 ბლოკისგან შედგება: დასაქმება და ეკონომიკური განვითარება; ქალაქის განვითარება; თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები; გრძელვადიანი ვალდებულებები - ეს ბლოკი მოიცავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა "არასაპარლამენტო ოპოზიცია" მათი გადაწყვეტისთვის იბრძოლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.