დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი საქართველოს 7-8 მაისს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვიზიტის თაობაზე უილიამ ჰეიგმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტების მიზანი უკრაინისა და სხვა პროევროპული ქვეყნებისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა.