საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას მხარს უჭერს. ელჩი დარწმუნებულია, რომ ველი ხალხიც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
,,ვეთანხმები აღნიშნული კანონპროექტის მიღებას და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას მხარს დაუჭერს. დღეს მე ვესწრები კონცერტს, სადაც სცენაზე ჯასტინ კოფლინი დგას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისაა. ქართველი ხალხიც ესწრება ამ კონცერტს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდისკრიმინაციის მომხრეები არიან", - განაცხადა ნორლანდმა.