პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს ეხმიანება და აცხდებს, რომ იგი სპეციალისტებმა ყურადღებით უნდა შესწავლონ თუ რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს იგი საქართველოსთვის.
,,ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო უკრაინაში მცხოვრებ რუსი ეროვნების მოსახლეობისთვისაა მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველას შეეხება და ყურადღება ნამდვილად საჭიროა, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით განსაკუთრებული ახალ განვითარებას მე ვერ ვხედავ, ალბათ, მალე ვიხილავთ ამ კანონის ამოქმედების პირველ შედეგებს და კონკრეტული დასკვნების გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას.