დღეს რუსეთის თითქმის მთელს ტერიტორიაზე "რისხვის დღეა" გამოცხადებული. საპროტესტო აქციები რუსეთის 50-ზე მეტ ქალაქში გაიმართება. ოპოზიცია ვლადიმერ პუტინის გადადგომას, საცხოვრებელ-კომუნალური გადასახადების შემცირებას მოითხოვს. ხელისუფლება კი აქციების ჩატარებისათვის ხელის შეშლას აპირებს. მაგალითად მოსკოვში, ქალაქის მერიამ ოპოზიციას მიტინგის ჩატარების ნებართვა არ მისცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქ კალინინგრადში ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ოპოზიციის ორგანიზატორებმა თავად განაცხადეს უარი მიტინგის ჩატარებაზე თუმცა 10 000 მდე ადამიანი ქუჩაში გამოსვლას მაინც აპირებს.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სოლიდარობა" და რუსეთის "ავტომფლობელთა" ასოციაციაა. ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს აქციების ჩატარებას. აქციის ჩატარებას უკვე პრობლემები აქვს შექმნილი ქალაქ მოსკოვში. სამართალდამცავები იმუქრებიან, რომ თუკი აქცია, პუშკინის მოედანზე გაფრთხილებების მიუხედავად მაინც გაიმართება მის მონაწილეებს დააპატიმრებენ. მოსკოვში დაგეგმილ აქციაზე უკმაყოფილო მოსახლეობის გარდა, გასვლას აპირებენ უფლებების დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოსკოვში პუტინის გადადგომის ლოზუნგთან ერთად აქციის მონაწილეები მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის გადადგომასაც მოითხოვენ.
ვლადივოსტოკში მიტინგი უკვე გაიმართა. მიტინგის მსვლელობას სამართალდამცავები ადევნებდნენ თვალს და რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადივოსტოკში გამართულმა აქციამ მშვიდად ჩაიაირა.