უკრაინის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრის კონსტანტინე გრიშჩენკოს განცხადებით, კიევი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაში საკუთარ ინტერესს ვერ ხედავს.
ამის შესახებ "ნოვი რეგიონი" იუწყება.
"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეს საკითხი უკრაინული ინტერესების კონტექსტში განვიხილოთ", - აღნიშნა გრიშჩენკომ და აქვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თითოეულ ქვეყანას თავისი ბედი აქვს.
ამასთან, გრიშჩენკოს განცხადებით, უკრაინის ახალი ხელისუფლება შესძლებს რუსეთის ისეთ ინიციატივებზე უარის თქმას, რომელიც ოფიციალური კიევის ინტერესებს არ შეესაბამება.