9 აპრილის აღნიშვნა ზუგდიდში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ქალაქში ორი აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები „ქართული ოცნება" და „დამოუკიდებლობიდა და ევროინგეტრაციის" ადგილობრივი ორგანიზაცია იყვნენ. თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებით, „ნაციონალებმა" 9 აპრილი ცეკვა-თამაშით იზეიმეს.
ზუგდიდში გამართულ ღონისძიებასთან, ნაციონალური მოძრაობის რამე სახით კავშირს, კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი.
„9 აპრილი ყველას ტკივილია და ამაზე დღემდე ყველანი ვთანხდებოდით. არავითარი აქცია ან ღონისძიება ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში არ დაუგეგმავს და არ გაუმართავს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ხათუნა გოგორიშვილმა.
იგივეს აცხადებს ნაციონალების ადგილობრივი ლიდერი თენგიზ გუნავა, რომელმაც დაადასტურა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთდ ნამდვილად იმყოფებოდა
„დამოუკიდებლობიდა და ევროინგეტრაციის" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„დამოუკიდებლობიდა და ევროინგეტრაციის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ მათ 9 აპრილისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული ღონისძიება სამი კვირის წინ დადგემეს და ამ დროს შეატყობინეს კიდეც პოლიციას, რათა ღინისძიებაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უზრუნველყოთ.
„დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენი ღოინისძიების დაწყებდამდე ერთი საათით ადრე იმავე ადგილას ღონისძიების გამართვა დაიწყო „ქართულმა ოცნებამ" თავისი დროშებით. ჩვენი ღონისძიება, რომ არანაირი პარტიული ნიშნით არ ტარდებოდა იქედანაც დასტურდება, რომ ჩვენ მოსაწვევები „ოცნებასაც" გავუგზავნეთ, ნაციონელებსაც ადგილობრივ ხელისუფლებასაც და სხვადასხვა ორგანიზაციებს. თეტრალიზილებულ სანახაობას - პანტომინას რა ზინაი უნდა მიეყენებინა ვინმესთვის. ჩვენ მისი გამართვა ენგურის ხიდზე გვინდოდა, მაგრამ გავითვალიწინეთ, რომ ეს უკავშირდებოდა უსაფრთოების საკითხს და ადგილიც დიდი ხნის წინ დავგეგმეთ", - განუცხადა წითლიძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
მანვე აღნიშნა, რომ მისი ღონისძიებასთან არავითარი კავშირი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას და საკითხის ასე წარმოჩენა პროვოკაციულია.
ქართული ოცნების ადგილობრივა წარმომადგენელმა, რომელაც ვინაობის გამხელა არ ისურვა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ მათ ღონისძიებების გაერთიანების სურვილით მიმართეს წითლიძეს, თუმცა უარი მიიღეს, რადგან მისი განცხადებით მას უფრო ადრე ქონდა ღონისძიება დაგეგმილი.
„წითლიძე ადგილობრივი ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერია და ცხადია, რომ ღონისძიება მათი მოწყობილია. ის აქ ანდრო ბარნოვის ორგანიზაციას წარმოადგენს. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ ორივე ღონისძიება გაგვეერთიანებინა, რაზედაც უარი მივიღეთ. ჩვენს აქციაზე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჩვენეს 9 აპრილის კადრები, ადამიანებმა აანთეს სანთლები და იყო სიჩუმე და არავითარი ცეკვა- თამაში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენის" თანამოსაუბრემ.