რუსეთის ფედერაციის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კარასინმა და გერმანიის ელჩმა მოსკოვში შმიდმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე იმსჯელეს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, კარასინმა და შმიდმა შეხვედრაზე კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, კერძოდ კი რა როლს ასრულებს აღნიშნული მოლაპარაკებები რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის კუთხით.
ამასთან, დიპლომატებმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს.