აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალი შეთანხმების მომზადება იქნება. ასევე, მხარეები საერთაშორისო პრობლემებზეც იმსჯელებენ, კერძოდ კი ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ახლო აღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებასა და ავღანეთში ვითარების სტაბილიზებაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების მომზადების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გუშინდელ შეხვედრაზეც ესაუბრა. ჰილარი კლინტონი რუსეთის დედაქალაქს 18 მარტს ეწვია.