ჟენევის თანათავმჯდომარეების შეფასებით, მათი რეგიონში ვიზიტი სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას უკავშირდება.
ამის შესახებ ჟენევის თანათავმჯდომარემ, ეუთოს წარმომადგენელმა ბულატ ნურგალიევმა ცხინვალში ვიზიტის დროს განაცხადა.
"თქვენს რეგიონში ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩამოსვლა,როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროკავშირი ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი უსაფრთხოების, სტაბილურობის და ვითარების დარეგულირების მიღწევაა. ჩვენი არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ რეგინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მივაღწიოთ", - აღნიშნა ნურგალიევმა.
მისივე შეფასებით, ჟენევის დისკუსიები ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
"ჟენევის მოლაპარაკები ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურია, რადგან აქ მხარებს - საქართველოს, აფხაზეთს,ცხინვალს და საერთაშორისო ორგანიზაციებს პირდაპირი დიალოგის საშუალება ეძლევათ", - აცხადებს ეუთოს წარმომადგენელი.