საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კლევის თანახმად, გამოკითხულთა  48% ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, ამავე კატეგორიაში მეორე ადგილზე გამოკითხულთა 19%  დაკარგულ ტერიტორიებს ასახელებს, ხოლო რესპონდენტთა 15%  ქვეყნის მთავარ პრობლემად ეკონომიკურ ვითარებას მიიჩნევს. 
შეგახსენებთ, რომ IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.