საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კლევის თანახმად, გამოკითხულთა გამოკითხულთა 94% ყველაზე სანდო ინსტიტუტად ეკლესიას, 93 % კი - ჯარს მიიჩნევს.
ამავე კვლევის თანახმად, ეკლესიას სანდოდ არ მიიჩნევს  რესპონდენტთა 1%,  5%   კი  კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ხოლო გამოკითხულთა 93% სანდო ინსტიტუტად ჯარს მიიჩნევს,  რესპონდენტთა 2% კი ჯარს  სანდოდ არ მიიჩნევს, 5%-ს კი პასუხი არ აქვს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.