თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე აკრძალული იყო  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.