დღეს, 27 მარტს 17.00 საათზე ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია და სენტ-ეგზიუპერის სკოლა ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (I კორპუსი) სააქტო დარბაზში აწყობს საიუბილეო საღამოს. წელს შესრულდა 70 წელი დიდი ფრანგი მწერლის, პოეტის და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის გარდაცვალებიდან და მისი შესანიშნავი ნოველის "პატარა უფლისწულის" გამოქვეყნებიდან. 
საიუბილეო საღამოს ფარგლებში მოეწყობა მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა გადაეცემა 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ობლებს. 
აგრეთვე, საფრანგეთის საელჩო გადასცემს სპეციალურ პრიზებს იმ ბავშვებს, რომლებმაც გაიმარჯვეს ფრანგულ ენაში ჩატარებულ კონკურსში (ამ კონკურსში 8 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას).
საღამოს დასასრულს შედგება სპექტაკლის "ანტუანის დაბრუნება" პრემიერა (ფრანგულ ენაზე), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები. 
საიუბილეო საღამოს დაესწრება მრავალი ხელოვანი და საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპურსის წარმომადგენელი. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები