ამ დილით ავღანეთის სამხრეთში, ერთმანეთს ორი ამერიკული სამხედრო ვეტმფრენი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. იტყობინება AFP.
"ინცინდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ვეტმფრენების მიმართულებით არავითარი გასროლა არ მომხდარა", - განაცხადა ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით დღესვე, ავღანეთის სამხრეთით კიდევ ერთმა ვეტმფრენმა, რომელიც სამხედრო ოპერაციაში მონაწილებდა, განიცადა კატასტროფა.
სამხედრო ოპერაციისას 12 ბოევიკი გაანადგურეს.
ამჟამად მიმდინარეობს ვეტმფრენის საძიებო სამუშაოები. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ.