რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფილიპ გორდონი მოსკოვში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კარასინსა და გორდონს შორის გამართული საუბრისას განხილულ იქნა საქართველოს ირგვლივ არსებული სიტუაცია. "ასევე საუბარი შეეხო, რუსეთისა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას უკრაინასთან, ბელორუსთან და მოლდოვასთან. ცალკე განიხილეს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული პრობლემები", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.