ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო იმიტირებული "ქრონიკის" გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს "იმგვარი ქმედებებისგან რომელსაც, შესაძლოა, დაძაბულობის გამწვავება მოჰყვეს, თავის შეკავებისკენ" მოუწოდებს.
როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შეშფოთებული ვარ ცოტა ხნის წინ ქართული ტელეკომპანიის ეთერით იმიტირებული რეპორტაჟის გაშუქების გამო. მინდა მოვუწოდო საქართველოს, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა გააძლიეროს შიდა ან რეგიონალური დაძაბულობა",- განაცხადა ბაროზომ.
შეგახსენებთ, რომ "იმედის" ეთერითYომის იმიტირებული "ქრონიკა" 13 მარტს გავიდა, რამაც საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.