გაეროს გენერალური მდივანის პან გი მუნის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება არსებული მექანიზმებით უნდა მოხდეს.
ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსკოვში ვიზიტს დროს "ეხო მოსკვის ეთერში განაცხადა.
"გაერო და მე, როგორც მის გენერალურ მდივანი ყველაფერს ვაკეთებდით საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. სწორეს ამიტომ გაიმართა ჟენევაში მოლაპარაკები გაეროს, ევროკავშირისა და დაინტერესებული მხარეებს მონაწილეობით. ამასთან, შეინიშნება კრიზისის მოგვარების მექანიზმის გაუმჯობესებაც. ჩვენი მიზანია კრიზისის განმეორება თავიდან ავიშოროთ", - განაცხადა პან გი მუნმა.
ამასთან, მისი შეფასებით, კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მექანიზმები უნდა განვითრდეს და სწორედ ამ მიზნით გაერომ საქართველოში ახალი წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებში მიიღებს მონაწილეობას.
"გაეროს უშიშროებს საბჭოზე გადაწყდა, რომ ჩვენი სამშვიდობოები უნდა გამოგვეყვანა. აღნიშნული საკითხი ჟენევაზეც განიხილებოდა", -აღნიშნა მან.