რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მოსკოვში საპროტესტო აქციები იმართება.
გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის აქტივისტები რუსეთის დედაქალაქში მოთხოვნით - "წავიდეს პუტინი ხელისუფლებიდან" გამოვიდნენ.
"პუტინის პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში რუსეთი ყველაზე არადემოკრატიულ სახელმწიფოდ იქცა და მას ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება ჰყავს. ჩვენ პუტინი მთავარ დამნაშავედ მიგვაჩნია. საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით მეზობელ ქვეყანასთან. ეს უკვე ჩიხია, საიდანაც გამოსავალი პუტინის წასვლაა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის წარმომადგენელბამ აღნიშნული მოთხოვნა, მოსკოვში ყოველ კვირულ ჟურნალში გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელს 200-მდე საზოგადო მოღვაწე აწერს.