დღეს დილით, მესტიის რაიონის სოფელ უშგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ორი უცხოელი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს.  სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახური და მესაზღვრეები. 
ცხედრების აპოვნა გადარჩენილი ფრანგი ექსტრემალის დახმარებით მოხდა, რომელიც ასევე სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა. 
უბედური შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან 6 მარტს მოხდა. ზვავში ორი  გერმანელი  და სამი ფრანგი ექსტრემალი მოყვა. დაიღუპა ორი  გერმანელი და ორი  ფრანგი, ხოლო ერთი ფრანგი ექსტრემალი გადარჩა და მის სიცოცხლეს, ექიმების განცხდებით, საფრთხე არ ემუქრება.