ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, განაცხადა დედაქალაქის უფლებაშეჩერებულმა მერმა საკრებულოს მიერ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების კომენტირებისას. 
მისი თქმით, ბიუჯეტთან დაკავიშირებული მოვლენები, მას ეროვნული მოძრაობის დროს ცნობილ გამოთქმას ახსენებს - კრემლმა უკან დაიხია!
"ეროვნულ მოძრაობაში იყო ცნობილი გამოთქმა, რომელსაც განსაკუთრებულად მიტინგებზე ხმარობდნენ ხოლმე - კრემლმა უკან დაიხია! როცა გავიგე ამ პერიპეტიების შემდეგ რომ ბიუჯეტს ამტკიცებს საკრებულო, გამახსენდა ეს ფრაზა კრემლმა უკან დაიხია! ეს ფიგურალურად, მაგრამ ამ ოთხმა თვემ ანახა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა გიგი უგულავამ.  
მისი თქმით, ეს ბიუჯეტი იდეალურიგან შორს არის - საკრებულომ არ დაამტკიცა ასი ახალი ავტობუსის შეძენა, შეამცირა სოციალური ხარჯები, ამხანაგობების პროგრამა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა. 
„ახლა მთავარია, ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე ყველა პროგრამა ამოქმედდეს და დაიქოქოს", - განაცხადა უგულავა.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები