პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედებს დედის  დღეს ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,დედის  დღეს ვულოცავ ყველა დედას ჩვენს ქვეყანაში - მათ, ვინც ყველაზე მეტს ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და ამდენად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე.დღევანდელ დღეს პატივისცემისა და ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც განიცადეს ყველაზე მძიმე დანაკლისი, რაც კი შესაძლებელია ადამიანმა გადაიტანოს  - ვინც სხვადასხვა გარემოებებში დაკარგეს შვილები. მოწიწებით ვიხრი ქედს  საქართველოს ერთიანობისა და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე.ყველა დედას ვუსურვებ უმთავრესს მათ ცხოვრებაში - შვილების ჯანმრთელობას, წარმატებასა  და კეთილდღეობას", _ნათქვამია მისალოც ტექსტში. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები