2014 წლის 1 მარტს,   სამორინე „შანგრი ლა" აღნიშნავს თბილისში  მუშაობის მეორე წლისთავს. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან  სამორინეს მუდმივი სტუმრები  და  ბიზნეს პარტნიორები.   საღამოს განმავლობაში  პუბლიკის გასართობად  წარმოდგენილი  იქნება  ორიგინალური  საცეკვავო  ნომრები  და ცოცხალი  მუსიკა  ჯგუფი  „Bottoms Up"-ის   შესრულებით.  ასევე   ზეიმის   დროს   ჩატარდება  ლატარეა  საპრიზო  ფონდით  12000  აშშ დოლარი   მაგიდაზე მოთამაშეთათვის და  6500 ლარი  სლოტ- მოთამაშეთათვის. 
სამორინე „შანგრი  ლა თბილისი"  - ეს  ყველაზე  თანამედროვე  და   გამორჩეული  სათამაშო  დაწესებულებაა  საქართველოში.    გასართობი  კომპლექსი  განთავსებულია  ქალაქის   ისტორიულ  ნაწილში  „მშვიდობის ხიდთან"  და  მოიცავს    ძირითად  დარბაზს  სათამაშო  მაგიდებით და  ავტომატებით,   სლოტ-დარბაზს   ცალკე შესასვლელით,  VIP  კლუბს    მაღალი  ფსონებით  თამაშის მოყვარულებისათვის  და  მდიდრულ   რესტორანს   შესანიშნავი  ხედით  მდინარე მტკვრის  სანაპიროზე.  
სამორინე „შანგრი ლა"-ს ქსელს მართავს კომპანია  Storm International  და ის შეესაბამება   სერვისისა და უსაფრთხოების  მსოფლიო  სტანდარტებს.   კომპანიის ყველა  დაწესებულებაში  მოქმედებს  პროგრამა  „საპასუხისმგებლო  თამაში", რომლის მიზანია    აზარტულ  თამაშებთან  დაკავშირებული  სოციალური რისკის შემცირება. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები