დღეს, 17 მარტს, რუსეთ-საქართველოს საკითხზე პარიზში იმსჯელებენ.
საფრანგეთის დედაქალაქში ევროსაბჭოს მონიტორინგისა და პოლიტიკის კომიტეტების სხდომა გაიმართება.
ქართული დელეგაცია უკვე იქ იმყოფება. საუბრის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი შედეგები იქნება.
ასევე განიხილება რამდენად ასრულებენ მხარეები ევროპის საბჭოს რეზოლუციით დაკისრებულ ვალდებულებებს.
როგორც ქართველი დეპუტატები აცხადებენ, მათი მიზანია, დაარწმუნონ კომიტეტის წევრები, მოინახულონ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, რათა მოამზადონ რეალური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებს.